28 იანვარი 12:10
GEB 50 | 0.00 % BANK 0.017 | 0.00 % MEHBB 8 | 3.23 % GIGB 2 | 0.00 %

აზიის განვითარების ბანკი

მიმდინარე წლის 22 ივლისიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოშვებული 3 წლიანი, 30 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „გალტ ენდ თაგარტი". 

ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) მიიღება საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს დამატებული 20 საბაზისო პუნქტი, კუპონის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2022 წლის 15 ივლისი. მათ მიენიჭა სავაჭრო კოდი -  #ADB03M.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.