07 აგვისტო 13:32
GEB 50 | 0.00 % BANK 0.016 | 6.67 % $GLC02K 1,020.03 | -0.81 %

აზიის განვითარების ბანკი

მიმდინარე წლის 22 ივლისიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოშვებული 5 წლიანი, 30 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „გალტ ენდ თაგარტი". 

ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) მიიღება საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს დამატებული 20 საბაზისო პუნქტი, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2024 წლის 15 ივლისი. მათ მიენიჭა სავაჭრო კოდი -  #ADB04O.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.