სს „ლიბერთი ბანკი“
გაცნობებთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) მიერ „საქართველოს საფონდო ბირჟაზე“ ფასიანი ქაღალდების სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვების შესახებ“ დებულების (შემდგომში - დებულება) დანართი N1-ით განსაზღვრული პირობის - თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტის მაჩვენებლის შეუსრულებლობის გამო, დებულების 6.3.2. პუნქტის საფუძველზე დროებით შეჩერდა სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების ლისტინგი მიმდინარე წლის 29 მაისიდან 30 ივლისამდე.