21 აპრილი 21:12
GEB 230 | 0.00 % MEHBB 8 | 3.23 %

სს "საქართველოს ბანკი"

   სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ 2025 წლის 19 მარტის წერილის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების (საქმე N 330212024010118740/საქმე N2/24536-24) თანახმად, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში რეგისტრირებული ემიტენტის სს „საქართველოს ბანკის“ აქციათა საერთო რაოდენობის 99,55799%-ის  (27 858 606 აქცია) მესაკუთრე მაჟორიტარი აქციონერის სს „ბიჯეო ჯგუფის“ (ს/ნ 405103034) განცხადება დანარჩენ აქციათა (0.44201%) სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდა. გამოსყიდვის ფასად განისაზღვრა 230 ლარი ერთ ცალ აქციაზე, ხოლო აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 25 მარტი, 18:00 საათი.
   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 26 მარტიდან დროებით შეჩერდება სს „საქართველოს ბანკის“ აქციებით ვაჭრობა სს“საქართველოს საფონდო ბირჟის“ სავაჭრო სისტემაში აქციათა გამოსყიდვის პროცედურების დასრულებამდე, თანახმად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვების შესახებ“ დებულების 5.4.7 პუნქტისა.