სს "საქართველოს ბანკი"
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების (საქმე N330212024010118740/საქმე N2/24536-24) საფუძველზე, სს „საქართველოს ბანკის“ აქციათა საერთო რაოდენობის 99,55799%-ის მესაკუთრე მაჟორიტარი აქციონერის სს „ბიჯეო ჯგუფის“ (ს/ნ 405103034) მიერ დანარჩენ აქციათა (0.44201%) გამოსყიდვის პროცედურები დასრულდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 28 მარტიდან განახლდება სს „საქართველოს ბანკის“ აქციებით ვაჭრობა სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სავაჭრო სისტემაში, თანახმად „საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვების შესახებ" დებულების 5.8. პუნქტისა.