07 აგვისტო 13:29
GEB 50 | 0.00 % BANK 0.016 | 6.67 % $GLC02K 1,020.03 | -0.81 %

სს „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“

მიმდინარე წლის 20 ივნისს სს „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის" (ს/ნ 8790603640) მიერ გამოშვებული 3 წლიანი, 120 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „თიბისი კაპიტალი".
ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) მიება საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2021 წლის 20 ივნისი.
ფასიან ქაღალდს მიენიჭა სავაჭრო კოდი -  #BSB04L.