07 აგვისტო 13:50
GEB 50 | 0.00 % BANK 0.016 | 6.67 % $GLC02K 1,020.03 | -0.81 %

„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“



მიმდინარე წლის 27 მარტს „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) მიერ გამოშვებული 3 წლიანი, 25 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „გალტ ენდ თაგარტი".

ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) მიება საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით.  ობლიგაციის დაფარვის ვადაა 2021 წლის 29 მარტი. ობლიგაციას მიენიჭა სავაჭრო კოდი - #BSB03L.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს ინგლისურ ენაზე.