12 აგვისტო 19:41
GEB 50 | 0.00 % BANK 0.016 | 6.67 % $GLC02K 1,020.03 | -0.81 %

სს "მისო კრისტალი"


მიმდინარე წლის 17 მაისს სს „მისო კრისტალის“ (ს/ნ 212896570) მიერ გამოშვებული 2 წლიანი, 10 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „გალტ ენდ თაგარტი".
ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს დამატებული 450 საბაზისო პუნქტი, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2019 წლის 28 დეკემბერი. მათ მიენიჭა სავაჭრო კოდი -  #CRS01J.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.