25 სექტემბერი 20:08
GEB 50 | 0.00 % BANK 0.0169 | -0.59 % MEHBB 8 | 3.23 %

სს „ევექსის ჰოსპიტლები“

2019 წლის 27 დეკემბრიდან სს „ევექსის ჰოსპიტლების“ (ს/ნ 404476205) მიერ გამოშვებული 5 წლიანი, 50 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს "გალტ ენდ თაგარტი".

ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის („სებ-ი“) მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს დამატებულ 310 საბაზისო პუნქტს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2024 წლის 6 ნოემბერი. ობლიგაციებს მიენიჭა სავაჭრო კოდი - #MCE03O.