08 ივნისი 09:33
GEB 48 | -4.00 % BANK 0.01 | 0.00 % MEHBB 8 | 3.23 % GIGB 2.1 | 5.00 % $GLC06N 1,005.49 | %

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია


მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან „ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის" (ISIN GE8790603707) მიერ გამოშვებული 5 წლიანი, 103 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო შპს „თიბისი კაპიტალი".
ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) უდრის საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2023 წლის 20 ნოემბერი.
ფასიან ქაღალდს მიენიჭა სავაჭრო კოდი -  #FMO02N.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს ინგლისურ ენაზე.