06 დეკემბერი 11:46
GEB 90 | 0.00 % BANK 0.023 | 0.00 % MEHBB 8 | 3.23 % GIGB 2.1 | 5.00 %

სს "ქართული ლუდის კომპანია"

Zedazeni Logoმიმდინარე წლის 26 დეკემბერს სს „ქართული ლუდის კომპანიის" (ს/ნ 404900737) მიერ გამოშვებული 5 წლიანი, 25 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „თიბისი კაპიტალი".

ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს დამატებული 400 საბაზისო პუნქტით, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2023 წლის 21 დეკემბერი.

ფასიან ქაღალდს მიენიჭა სავაჭრო კოდი - #GBC01N.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს ქართულ ენაზე.