12 აგვისტო 18:46
GEB 50 | 0.00 % BANK 0.016 | 6.67 % $GLC02K 1,020.03 | -0.81 %

სს "საქართველოს ბანკი"

2018 წლის 25 მაისს სს „საქართველოს ბანკის“ GEB (ს/კ: 204378869) (შემდგომში – „საზოგადოება“) აქციონერის – სს „ბიჯეო ჯგუფის“ (ს/კ: 405103034) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

დღის წესრიგი:
1. „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების დამტკიცების შესახებ:
დამტკიცდეს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2 (ორი) წევრის, კიმ ბრედლის (პ/ნ: 711506804) და დევიდ მორისონის (პ/ნ: 00710059969) გადადგომა;
2. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ:
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობიდან კიმ ბრედლისა და დევიდ მორისონის გადადგომა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და ამ მიზნით ნატო კოკოლაშვილს (პ/ნ:01021015266) მიენიჭოს სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რათა მან უზრუნველყოს საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ზემოაღნიშნული ცვლილებების რეგისტრაცია და აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა სახის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მათ შორის წინამდებარე გადაწყვეტილების) წარდგენა და ყველა სხვა საჭირო მოქმედების განხორციელება.