22 ოქტომბერი 04:53
GEB 50 | 0.00 % BANK 0.017 | 0.00 % MEHBB 8 | 3.23 % GIGB 2.1 | 5.00 %

სს "საქართველოს ბანკი"

ორი ათას ოცდაერთი წლის ოცდაცხრა სექტემბერს „ბიჯეო გრუფ ლიმითედის“ (ს/კ #7811410) (შემდგომში - „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი დირექტორების ბ-ნი არჩილ გაჩეჩილაძის (დაბ. 05.06.1979წ. პირადი ნომერი: 01031000774, მცხოვრები: თბილისი, სოფელი წავკისი, დავით ჯოხაძის ქ. #26) და ქ-ნი ანა კოსტავას (დაბ.11.02.1990 წელს ქ. თბილისში, პირადი ნომერი: 60001122897, მცხოვრები:  ქალაქი ქუთაისი, დიმიტრი მჭედლიძის ქუჩა, N 16) სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მოცემულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს “ბიჯეო ჯგუფის“ (ს/კ: 405103034) ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად ხმების 100%-ს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11  მუხლისა და სს “საქართველოს ბანკი“-ს წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. 

დღის წესრიგი:

  1. მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ; 
  2. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;
  3. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ.
  4. უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

 დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი  გადაწყვეტილებები:

1 საკითხი - მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ:

  1. დამტკიცდეს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ერთობლივი წინადადება 2019 წლის მოგებიდან 56,241,187 (ორმოცდათექვსმეტი მილიონ ორას ორმოცდაერთი ათას ას ოთხმოცდაშვიდი) ლარის ოდენობის დივიდენდის განაწილების შესახებ და სს „ბიჯეო ჯგუფის“ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე განაწილდეს დივიდენდი 3.8633 ლარის ოდენობით.

 2  საკითხი - დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ:

  1. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2021 წლის 8 ოქტომბერი, 18:00 საათის მდგომარეობით.

 3  საკითხი- დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ:

  1. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2021 წლის 15 ოქტომბერი.

4  საკითხი- უფლებამოსილების მინიჭების შესახებ:

  1. მიენიჭოს უფლებამოსილება ნატო კოკოლაშვილს (პ/ნ 01021015266) ან/და მილანა ლაბოევას (პ/ნ 08001037142) რათა ხელი მოაწერონ ნებისმიერ დოკუმენტს კომპანიის სახელით ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გადაიხადონ დადგენილი საფასური და შეასრულოს ნებისმიერი ქმედება, რაც საჭიროა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით გაფორმება/რეგისტრაციისთვის.