სს "საქართველოს ბანკი"
ორი ათას ოცდაერთი წლის ოცდაექვს აგვისტოს სს „ბიჯეო ჯგუფი“-ს (ს/კ #405103034, იურიდიული მისამართი ქ.თბილისი,გაგარინის 29ა) (შემდგომში - „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილის ბ-ნი სულხან გვალიას სახით (რწმუნებულება, გაცემული 06.05.2021 წელს სს „ბიჯეო ჯგუფი“-ს გენერალური დირექტორის ბ-ნი არჩილ გაჩეჩილაძის მიერ, დამოწმებული ნოტარიუს ი. შარვაძის მიერ, რეესტრში რეგისტრაციის #210440536), მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მოცემულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს “საქართველოს ბანკი“-ს ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს “საქართველოს ბანკი“-ს წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
- მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ;
- დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;
- დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1 საკითხი - მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ:
- დამტკიცდეს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ერთობლივი წინადადება 2021 წლის პირველი ნახევრის მოგებიდან 70,498,799 (სამოცდაათი მილიონ ოთხასოთხმოცდათვრამეტიათას შვიდასოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობის დივიდენდის განაწილების შესახებ და სს „საქართველოს ბანკის“ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე განაწილდეს დივიდენდი 2.5193 ლარი ოდენობით.
2 საკითხი - დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ:
- დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2021 წლის 10 სექტემბერი, 18:00 საათის მდგომარეობით.
3 საკითხი- დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ:
- დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2021 წლის 25 სექტემბერი.