სს „თიბისი ლიზინგი“
2020 წლის 2 აპრილიდან სს „თიბისი ლიზინგის“ 58.4 მილიონი ლარის ღირებულების 3 წლიანი ობლიგაციები დაშვებულია ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში. განთავსების აგენტი იყო შპს "თიბისი კაპიტალი".
ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს 3-თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს დამატებულ 3.25%-ს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2023 წლის 20 მარტი. ობლიგაციებს მიენიჭა სავაჭრო კოდი - #TBL05N.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.