20 მაისი 22:32

სს "ლისი ლეიქ დეველოპმენტი"

Lisi Logoმიმდინარე წლის 26 დეკემბერს სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი" (ს/ნ 404857534) მიერ გამოშვებული 3 წლიანი, 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „თიბისი კაპიტალი". 

ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრა 8%-ით, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2021 წლის 17 დეკემბერი.

ფასიან ქაღალდს მიენიჭა სავაჭრო კოდი - $LLD01L.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს ქართულ ენაზე.