სს „M2 უძრავი ქონება“
2019 წლის 14 ნოემბრიდან სს „m2 უძრავი ქონების“ (ს/ნ 2700603436) 35 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 3 წლიანი ობლიგაციები დაშვებულა ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში. განთავსების აგენტი იყო სს "გალტ ენდ თაგარტი".
ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს წლიურ 7,5%-ს, პროცენტის წელიწადში ორჯერ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2022 წლის 7 ოქტომბერი ობლიგაციებს მიენიჭა სავაჭრო კოდი - $M205M.