15 სექტემბერი 21:49
GEB 180 | 0.00 % MEHBB 8 | 3.23 % GIGB 2.1 | 5.00 %

სს "ნიკორა"

მიმდინარე წლის 31 ივლისს სს „ნიკორას“ (ს/ნ 200050675) მიერ გამოშვებული 2 წლიანი, 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო შპს "თიბისი კაპიტალი".
ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს წლიურ 9%-ს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2019 წლის 28 ივნისი. ობლიგაციებს მიენიჭა სავაჭრო კოდი - $NKR01J.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.