28 აპრილი 06:26
GEB 230 | 0.00 %

სს "ნიკორა"



2019 წლის 14 ნოემბრიდან სს „ნიკორას“ (ს/ნ 200050675) მიერ გამოშვებული 3 წლიანი, 28 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო შპს "თიბისი კაპიტალი".

ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს 3-თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს დამატებულ 4%-ს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2022 წლის 18 ოქტომბერი. ობლიგაციებს მიენიჭა სავაჭრო კოდი - #NKR02M.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.