სს "სარაჯიშვილი"
სს „სარაჯიშვილი“ იწვევს თავის აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 09 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. № 4.
აქციონერთა კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორში“.
დღის წესრიგი:
- 2018 წლის სამეურნეო - საფინანსო შედეგების განხილვა - დამტკიცება.
- 2018 წლის წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება.
- სს „სარაჯიშვილის“ წესდებაში ცვლილების შეტანა.
- სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა.
- სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.
დეტალური ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე აქციონერებს შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების დირექციაში ან ტელეფონზე 577 77 77 24, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10:00 დან 17:00 საათამდე.