07 აგვისტო 13:37
GEB 50 | 0.00 % BANK 0.016 | 6.67 % $GLC02K 1,020.03 | -0.81 %

სს "სილქნეტი"




მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სს "სილქნეტის" (ს/ნ 204566978) მიერ გამოშვებული
 5 წლიანი, 34 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო შპს "თიბისი კაპიტალი". 
ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრება, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს დამატებული 350 საბაზისო პუნქტი, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2022 წლის 18 აგვისტო. ობლიგაციას მიენიჭა სავაჭრო კოდი - #SLK01M.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.