11 თებერვალი 15:29
GEB 230 | 0.00 % MEHBB 8 | 3.23 %

სს "თიბისი ბანკი"

მიმდინარე წლის 20 ივნისიდან სს „თიბისი ბანკის“ (ს/ნ 204854595) მიერ გამოშვებული 5 წლიანი, 300 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „თიბისი კაპიტალი".

ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრა 5.75 პროცენტით, პროცენტის წელიწადში ორჯერ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2024 წლის 19 ივნისი. მათ მიენიჭა სავაჭრო კოდი -  $TBC01O.

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.