სს "თიბისი ბანკი"
მიმდინარე წლის 10 ივლისიდან სს „თიბისი ბანკის“ მიერ გამოშვებული უვადო, 125 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „თიბისი კაპიტალი".
ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრა ფიქსირებული 10.775%-ით 2024 წლის 3 ოქტომბრის (პირველი გადათვლის თარიღი) ჩათვლით, ხოლო ყოველი მეხუთე წლისთავამდე (გადათვლის თარიღი) შემდგომი საპროცენტო განაკვეთი იქნება 8.995%-ის (მარჟა) და 5-წლიანი საშუალო სვოპ-განაკვეთის ჯამი, პროცენტის წელიწადში ორჯერ გადახდით. ობლიგაციების მიენიჭა სავაჭრო კოდი - $TBC02.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.