შპს "თეგეტა მოტორსი"
მიმდინარე წლის 22 მაისიდან შპს „თეგეტა მოტორსის“ (ს/ნ 202177205) მიერ გამოშვებული 3 წლიანი, 30 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს „თიბისი კაპიტალი".
ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს დამატებული 425 საბაზისო პუნქტი, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2022 წლის 30 აპრილი. მათ მიენიჭა სავაჭრო კოდი - #TGM01M.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ობლიგაციების ემისიის პროსპექტს.