11 თებერვალი 15:22
GEB 230 | 0.00 % MEHBB 8 | 3.23 %

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სს “კავკასრეესტრის” 2017 წლის 11 ივლისის  №56-17 წერილის თანახმად, დასრულდა ცვლილებები სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიას” აქციათა რეესტრში, რის შედეგადაც გამოშვებული აქციების რაოდენობა გაიზარდა და განისაზღვრა 209 008 277 ცალი ჩვეულებრივი აქციით.

შესაბამისად, მიმდინარე წლის 12 ივლისიდან განახლდება სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიას” აქციებით ვაჭრობა სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სავაჭრო სისტემაში, თანახმად "საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვების შესახებ" დებულების 5.8. პუნქტისა.